Accessibility links

logo-print

ერაყში განხორციელებულმა ორმა თავდასხმამ 3


ერაყში განხორციელებულმა ორმა თავდასხმამ 3 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. [ამერიკელი სამხედრო პრეს-მდივნის ხმა]

ერაყში განხორციელებულმა ორმა თავდასხმამ 3 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. [ამერიკელი სამხედრო პრეს-მდივნის ხმა]
"2 ჯარისკაცი დაიღუპა და 13 დაიჭრა, როცა აბუ ღარაიბის ციხეს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 9:54 საათზე მოხვდა ორი ჭურვი. პატიმრები არ დაშავებულან", განაცხადა ამერიკელების სამხედრო პრეს-მდივანმა. აბუ ღარაიბის ციხე ბაღდადის დასავლეთით მდებარეობს. ბაღდადის ასევე დასავლეთით მდებარეობს რამადი, სადაც ამერიკელი სამხედრო პირი დაიღუპა გზის პირას კუსტარული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად. ამ აფეთქებას წინ უსწრებდა ასევე გუშინდელი თავდასხმა ერაყის მმართველი საბჭოს წევრ აკილა ალ-ჰაშიმზე. ალ-ჰაშიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც იუწყებიან, მძიმეა, მაგრამ სტაბილური. მმართველი საბჭოს პრეს-მდივნის დღევანდელი განცხადებით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ თავდასხმებთან დაკავშირებით ჯერ არავინ შეუპყრიათ.
XS
SM
MD
LG