Accessibility links

logo-print

უცხოელ ინვესტორებს ერაყში შეეძლებათ ეკონომიკის


უცხოელ ინვესტორებს ერაყში შეეძლებათ ეკონომიკის ნებისმიერ დარგში საქმიანობა, ბუნებრივი რესურსების სექტორის გარდა.

უცხოელ ინვესტორებს ერაყში შეეძლებათ ეკონომიკის ნებისმიერ დარგში საქმიანობა, ბუნებრივი რესურსების სექტორის გარდა.
ამის შესახებ ერაყის გარდამავალი პარიოდის მთავრობის წევრის, ფინანსთა მინისტრ ქამელ ალ-კეილანის განცხადება დღეს გავრცელდა დუბაიში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრაზე. ალ-კეილანის თქმით, რეფორმები მალე დაიწყება და საშუალებას მისცემს უცხოურ ფირმებს, იყიდონ ერაყული კომპანიები, დააარსონ ერთობლივი საწარმოები, გახსნან ფილიალები ერაყში. დუბაიში ალ-კეილანი შეხვდა აშშ-ის ფინანსთა მინისტრ ჯონ სნოუს, რომელმაც შეაქო ეს გეგმა. ქამელ ალ კეილანის განცხადებას მიესალმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი ჰორსტ კოელერიც. სავალუტო ფონდის შეკრების შემდეგ კოელერმა დასახულ გეგმას ერაყისთვის "დიდი წინგადადგმული ნაბიჯი" უწოდა.
XS
SM
MD
LG