Accessibility links

აზერბაიჯანში პოლიციამ ძალა იხმარა საპრეზიდენტო


აზერბაიჯანში პოლიციამ ძალა იხმარა საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის წამყვანი კანდიდატის,

აზერბაიჯანში პოლიციამ ძალა იხმარა საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის წამყვანი კანდიდატის,
მუსავათაური პარტიის ლიდერ ისა გამბარის მომხრეების წინააღმდეგ. ისინი შეკრებილი იყვნენ ბაქოს ერთ-ერთი თეატრის წინ გამბარისა და მისი თანამოაზრეების გამოსვლების მოსასმენად. სხვა თეატრის წინ გაიმართა კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის ოფიციალური წარმომადგენლების გამოსვლა. პოლიციამ ორივეგან ხელკეტები გამოიყენა შეკრებილების დასაშლელად. მუსავათური პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ათობით და დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ეს ცნობა დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ. საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 15 ოქტომბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG