Accessibility links

თელ ავივში ჩავიდა მრავალი ცნობილი


თელ ავივში ჩავიდა მრავალი ცნობილი მოღვაწე - მათ შორის ბილ კლინტონი და მიხაილ გორბაჩოვი - შიმონ პერესის დაბადების 80-წლიანი იუბილის აღსანიშნავად.

თელ ავივში ჩავიდა მრავალი ცნობილი მოღვაწე - მათ შორის ბილ კლინტონი და მიხაილ გორბაჩოვი - შიმონ პერესის დაბადების 80-წლიანი იუბილის აღსანიშნავად.
პერესი ისრაელის შრომის პარტიის სტაჟიანი და დამსახურებული ლიდერია და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთ წამყვან ძალად ითვლება. 80 წელი მას გასულ თვეში შეუსრულდა, მაგრამ ამ თარიღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია ახლა გაიმართება. 1993 წელს პერესი, მაშინ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისევე როგორც ისრაელის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი და პალესტინელების ლიდერი იასირ არაფატი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოვეს.
XS
SM
MD
LG