Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ იორკში მსოფლიოს მასიტზე


ნიუ იორკში მსოფლიოს მასიტზე, რომლის მონაწილეები ტერორიზმის მიზეზების გარშემო მსჯელობენ,

ნიუ იორკში მსოფლიოს მასიტზე, რომლის მონაწილეები ტერორიზმის მიზეზების გარშემო მსჯელობენ,
გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გააფრთხილა მონაწილენი, რომ ტერორიზმთან ბრძოლის მოგება მხოლოდ სამხედრო ძალით შეუძლებელია. მანვე განაცხადა, რომ ტერორიზმის დამარცხება შეიძლება, თუკი პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც წარმოშობს ტერორიზმს, მოგვარებულია. კონფერენციაში მონაწილეობენ ასევე ავღანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის და პაკისტანის მეთაურები. პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა განაცხადა, რომ უსაფუძვლოა მის მიმართ ბრალდება, რომ არ აკეთებს საკმარისს ავღანეთში თალიბთა შეგზავნის წინააღმდეგ. მუშარაფმა დასავლეთისგან მოითხოვა ისლამის მეტი გაგება და თქვა, რომ არ არის სწორი მთლიანად ამ რელიგიის ფანატიკურად მიჩნევა.
XS
SM
MD
LG