Accessibility links

logo-print

19 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა


19 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ბათუმის თამბაქოს ქარხნის ყოფილი დირექტორის თენგიზ ასანიძის საქმეს განიხილავს.

19 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ბათუმის თამბაქოს ქარხნის ყოფილი დირექტორის თენგიზ ასანიძის საქმეს განიხილავს.
ასანიძის ვაჟზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ უნდა განიხილოს ასანიძეების ოჯახის სარჩელი, რომლითაც მოსარჩელეები მოითხოვენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულებას და თენგიზ ასანიძის გათავისუფლებას "უკანონო პატიმრობიდან". თენგიზ ასანიძე ათი წლის წინათ გაასამართლეს და განსაკუთრებით დიდი თანხების მითვისებისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასჯელის ამოწურვის შემდეგ, აჭარის უზენაესმა სასამართლომ იგი ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის უფროსის ვაჟა გოგიტიძის გატაცების მცდელობისთვის გაასამართლა და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
XS
SM
MD
LG