Accessibility links

დასავლეთი ინარჩუნებს საქართველოში მოახლოვებული არჩევნებისადმი დიდ ინტერესს, არჩევნებისთვის თბილისს მაღალი რანგის ამერიკელი სტუმრები ეწვევიან


დასავლეთი ინარჩუნებს საქართველოში მოახლოებული არჩევნებისადმი სერიოზულ ინტერესს, რადგან იქ ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ იმედი, რომ საქართველოს შესწევს დემოკრატიულ ქვეყნად განვითარების უნარი.

ამ ინტერესის და ამ იმედის არსებობაში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახლახან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულმა შეხვედრებმა და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, ჯეიმს ბეიკერთან სატელეფონო საუბარმა დაარწმუნა. სპეციალურად არჩევნების მოახლოვებასთან დაკავშირებით თბილისში ჩამოსვლას რამდენიმე მაღალი რანგის ამერიკელი გეგმავს.


"მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელს გია ნოდიას, "თავისუფლების ინტიტუტის" თანამშრომელს გიგა ბოკერიას, ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს კახა ლომაის და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელს თინა ხიდაშელს შეერთებულ შტატებში შეხვედრები თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, პენტაგონში, სენატში და სხვა სამსახურებში ჰქონდათ. ამ ვიზიტის მიზანი იყო ერთი - საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დასავლელი პარტნიორებისთვის მიეწოდებინათ ზუსტი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, აეხსნათ მათთვის, რას ხედავენ ამ პროცესის ყველაზე სახიფათო ტენდენციად.
იყო საუბარი იმაზე, რომ საარჩევნოდ საქართველოში იკვეთება ძალადობის ტენდენციები ოპოზიციურ ძალების, მასმედიის საშუალებებისა და სასამართლო ხელისუფლების მიმართ. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოდან ჩასულმა ჯგუფმა დაინახა, რომ შეერთებულ შტატებში, სადაც დაიღალნენ საქართველოს პრობლემების მოსმენით, ჯერ არ დაუკარგავთ იმის იმედი, რომ ამ ქვეყანას შეუძლია დემოკრატიული განვითარება. როგორც გია ნოდია ამბობს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სრულიად გასხვავებულია ინტერესი აზერბაიჯანში ჩასატარებელი არჩევნებისა და საქართველოში ჩასატარებელი არჩევნების მიმართ:

[გია ნოდიას ხმა] "გაორებულია დამოკიდებულება. ერთის მხრივ, დიდია იმედგაცრუება საქართველოთი, მეორე მხრივ, ხშირდა გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოში რაღაც შეიძლება მოხდეს, რომ საქართველოში არის გარკვეული დინამიკა და ეს ქვეყანა მთლად ჩამოწერილი არ არის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით".

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მიმართ დაინტერესებას ინარჩუნებს ამერიკის შეერტებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზციათა წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბრისას მან გამოხტა სურვილი კვლავაც შეასრულის აქტიური როლი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში, თუ ამას თეთრი სახლი დაავალებს. ის აგრეთვე დაინტერესდა როგორ აფასებს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში მის მისიას და გამოთქვა სურვილი საქართველოდან მიაწოდონ მემორანდუმი, რომელშიც ასახული იქნება საპარლამენტო არჩევნების პრინციპები და საარჩევნო დარღვევები. გიგა ბოკერიას აზრით, ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ იმის დადასტურებად, რომ ძალადობას საარჩევნო პროცესში ექნება მკაცრი გამოხმაურება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან".

[გიგა ბოკერიას ხმა] "რაც შეეხება კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგებს: არჩევნებთან დაკავშირებით ერთ კვირაში საქართველოს ეწვევა ჯონ მალხაზ შალიკაშვილი და ცნობილი დიპლომატი ტელბოტი. იმედი გვაქვს, რომ ისინი სწორედ ამ მესიჯს გაუგზავნიან საქართველოს ხელისუფლებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია ისეთი ცნობილი და გავლენიანი სენატორის ვიზიტი ზედ არჩევნების დღეს, როგორიც არის ჯონა მაკკეინი, თუ სენატის განრიგმა არ შეუშალა მას ხელი. ასევე მოსალოდნელია სხვა მაღალი რანგის სტუმრების ჩამოსვლა".

როგორ ჩანს, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის მართლაც უმნიშვნელოვანესი გამოცდა უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG