Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაეროს


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, დასძლიონ უთანხმოებები

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, დასძლიონ უთანხმოებები
და გააერთიანონ ძალისხმევა ერაყის აღდგენის საქმეში. ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 58-ე სესიის გახსნაზე გამოსვლისას, ბუშმა განაცხადა, რომ ერაყში განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციამ ამ ქვეყნის მოსახლეობას თავისუფლება მოუტანა, რაც სავსებით შეესაბამება გაეროს მიზნებს. ბუშის თქმით, მისი ქვეყანა, უშიშროების საბჭოს სხვა წევრებთა ნერთად, მუშაობს ახალ რეზოლუციაზე, რომელმაც ერაყში გაეროს ფუნქციები უნდა გააფართოვოს. თუმცა, პრეზიდენტმა დასძინა, რომ თავად ერაყელთათვის ძალაუფლების გადაცემა ნაჩქარევად არ უნდა მოხდეს. [ჯორჯ ბუშის ხმა] "ჩვენი კოალიციის ძირითადი მიზანია, ერაყელი ხალხისთვის თვითმმართველობას მივაღწიოთ კანონიერი და დემოკრატიული გზით. ეს პროცესი ერაყელი ხალხის მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს, და სხვა მხარეთა მისწრაფებებმა ეს პროცესი არც უნდა დააჩქარონ და არც შეანელონ."
XS
SM
MD
LG