Accessibility links

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს რეგისტრაცია


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს რეგისტრაცია გაუუქმა პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატს სამტრედიის რაიონიდან, უშიშროების ყოფილ მინისტრს იგორ გიორგაძეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს რეგისტრაცია გაუუქმა პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატს სამტრედიის რაიონიდან, უშიშროების ყოფილ მინისტრს იგორ გიორგაძეს.
კომისიის 15 წევრიდან ამ გადაწყვეტილებას მხარი 11-მა დაუჭირა. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს ცნობით, ინტერპოლის მიერ ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი იგორ გიორგაძის მხარდამჭერი საინიციატივო ჯგუფი და თავად კანდიდატი რეგისტრაციაში გაატარა სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ და არა თავმჯდომარემ, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ამასთან, კომისიამ ჩათვალა, რომ იგორ გიორგაძეს ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში არ უცხოვრია, რასაც აუცილებელი პირობაა დეპუტატის რეგისტრაციისთვის.
XS
SM
MD
LG