Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა იმედი გამოთქვეს, რომ გადალახავენ აზრთა სხვადასხვაობას ერაყთან დაკავშირებით და ქვეყნის აღდგენის საქმეში ითანამშრომლებენ.

ორი ლიდერის შეხვედრა გაიმართა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 58-ე სესიის კულუარებში. მანამდე ბუშმა მოუწოდა გერმანიას, აგრეთვე საფრანგეთსა და რუსეთს, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან, რომ მხარი დაუჭირონ ერაყის აღდგენის ამერიკულ გეგმას. ეს გეგმა ითვალისწინებს ერაყში მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების განთავსებას და აღდგენითი სამუშაოების დაფინანსებაში ქვეყნების ფართო წრის მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG