Accessibility links

logo-print

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ჰორსტ


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ჰორსტ კიოლერმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, დაივიწყონ ერაყის გარშემო უთანხმოება,

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ჰორსტ კიოლერმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, დაივიწყონ ერაყის გარშემო უთანხმოება,
რათა მსოფლიოს დონორებმა ომით დანგრეული ქვეყნის აღდგენა დაიწყონ. ამ მოწოდებით კიოლერი გამოვიდა დუბაიში, სადაც სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრა გაიმართა. [კიოლერის ხმა] "უკვე შეუძლებელია მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევა იმის აღიარების გარეშე, რომ მსოფლიო ურთიერთდამოკიდებულებაზეა აგებული. და ამიტომ მრავალმხრივი თანამშრომლობა, უფრო გაწონასწორებული მსოფლიოა საჭირო წინსვლისთვის და ამ შეხვედრის შედეგმაც აჩვენა, რომ ამ მიდგომას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა." მსოფლიო ბანკის თავმჯდომარე, ჯეიმს ვულფენსონი დღეს ერაყის ოფიციალურ პირებს შეხვდა აღდგენისთვის საჭირო ხარჯების წინასწარ შესაფასებლად. მისი თქმით, შეერთებული შტატები ვარაუდობს, რომ ერაყის აღდგენა 50-დან 75 მილიარდ დოლარამდე დაჯდება.
XS
SM
MD
LG