Accessibility links

logo-print

ერაყის პოლიციის ცნობით, ორი ადამიანი


ერაყის პოლიციის ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა და ოცამდე დაიჭრა დღეს ქალაქ მოსულის ერთ-ერთ კინოთეატრში მომხდარი აფეთქების შედეგად.

ერაყის პოლიციის ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა და ოცამდე დაიჭრა დღეს ქალაქ მოსულის ერთ-ერთ კინოთეატრში მომხდარი აფეთქების შედეგად.
რეიტერის სააგენტო იმოწმებს პოლიციის ოფიცრის, მოჰამედ სადიყის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ აფეთქება ხელყუმბარის მეშვეობით მოხდა. პოლიციის თანახმად, მოწმეებმა მათ უთხრეს, რომ აფეთქების დროს კინოთეატრში სექს-ფილმს აჩვენებდნენ. პორნოგრაფიის ჩვენებისთვის ერაყის სხვა კინოთეატრებიც გახდნენ თავდსახმის ობიექტი რელიგიური ჯგუფების მხრიდან. დღესვე ერთი ერაყელი იქნა მოკლული და 20 დაიჭრა ბაღდადის მახლობლად ავტობუსში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქების სამიზნე ამერიკის სამხედრო ბადრაგი იყო. ამერიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, ბადრაგმა დაახლოებით აფეთქების დროს ჩაიარა.
XS
SM
MD
LG