Accessibility links

logo-print

ისრაელში 27 პილოტმა უარი თქვა


ისრაელში 27 პილოტმა უარი თქვა პალესტინელების ტერიტორიებზე საჰაერო დარტყმების განხორციელებაზე.

ისრაელში 27 პილოტმა უარი თქვა პალესტინელების ტერიტორიებზე საჰაერო დარტყმების განხორციელებაზე.
მათ ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებში გააგზავნეს წერილი, რომელშიც აღნიშნავენ, რომ არ შეასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, მათ შორის ძებნისა და განადგურების მისიებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში. როგორც პილოტების პეტიციაშია ნათქვამი, საჰაერო დარტყმები პალესტინელებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებზე "უკანონობა და უზნეობაა". წერილში დაგმობილია ასევე ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირისა და ღაზის სექტორის ოკუპაცია. ამ წერილს ისრაელის ხელმძღვანელობის მხრივ მკაცრი კრიტიკა მოჰყვა - სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა გენერალ-მაიორმა დან ჰალუცმა განაცხადა, რომ მფრინავები დაისჯებიან.
XS
SM
MD
LG