Accessibility links

logo-print

ოთხი პალესტინელი და ისრაელის ერთი


ოთხი პალესტინელი და ისრაელის ერთი ჯარისკაცი დაიღუპნენ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში

ოთხი პალესტინელი და ისრაელის ერთი ჯარისკაცი დაიღუპნენ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში
ისრაელის სამხედრო ოპერაციების დროს. პალესტინელების სამშვიდობო დელეგაცის ხელმძღვანელმა საებ ერეკატმა დღეს აღნიშნა, რომ ეს იერიშები მიეკუთვნება ისრაელის მთავრობის გეგმას, ჩაშალოს სამშვიდობო პროცესი: [საებ ერეკატის ხმა] "ეს ესკალაცია არის ნაწილი ისრაელის მთავრობის პოლიტიკისა, ძირი გამოუთხაროს სამშვიდობო პროცესს, ბოლო მოუღოს (საამშვიდობო გეგმა) "გზამკვლევს" და ძირი გამოუთხაროს პრეზიდენტი ბუშის წარმოდგენას, იარსებოს ორმა სახელმწიფომ". ისრაელის განმარტებით, სამხედრო ოპერაციების მიზანია გასამხედროებული ორგანიზაციების "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" წევრების შეპყრობა.
XS
SM
MD
LG