Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ კიდევ ერთხელ გაამართლა ქვეყნის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო ერაყში

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ კიდევ ერთხელ გაამართლა ქვეყნის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო ერაყში
სადამ ჰუსეინის ხელში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის საფრთხის გამო. სტროუმ ამ საკითხზე დღეს ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ში ისაუბრა. ხვალ კი ერაყში აკრძალული იარაღის მაძიებელი 1400-კაციანი ჯგუფი გამოუშვებს ანგარიშს ძებნის შედეგების შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, ექსპერტებმა ვერ მიაკვლიეს სამხილებს, რომლებიც დაადასტურებდა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობას. მაგრამ სტროუს სიტყვებით, ის, რომ ვერ მიაკვლიეს აკრძალული იარაღის არსებობის დამადასტურებელ სამხილებს, არ ნიშნავს, რომ აკრძალული იარაღი არ არსებობს. ასევე სტროუს თქმით, შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს ერაყის წინააღმდეგ ომი რომ არ დაეწყოთ, სადამ ჰუსეინი განამტკიცებდა დიქტატურას და რეგიონის სტაბილურობას საფრთხე შეექმნებოდა.
XS
SM
MD
LG