Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთშაბათს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა


ხუთშაბათს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა ბრიტანეთის საგარეო სამქეთა მინისტრი ჯეკ სტროუ,

ხუთშაბათს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა ბრიტანეთის საგარეო სამქეთა მინისტრი ჯეკ სტროუ,
რომლის თქმით, მსოფლიოში დღეს მეტი საფრთხე იარსებებდა, შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს რომ არ განეხორციელებინათ სამხედრო ოპერაცია ერაყში და არ დაემხოთ სადამ ჰუსეინი. სტროუმ უარყო კრიტიკა ერაყის წინააღმდეგ ვაშინგტონისა და ლონდონის ცალმხრივი წესით მოქმედების გამო. მისი სიტყვებით, ომის ოპონენტებიდან არავის შეუთავაზებია გეგმა, რომელიც მრავალი ქვეყნის მონაწილეობას გაითვალისწინებდა. რაც შეეხება ერაყში ძალაუფლების ერაყელებისათვის ჩაბარების ვადებს, სტროუმ აღნიშნა: [ჯეკ სტროუს ხმა] "ძალაუფლების ერაყელებისათვის ჩაბარების განრიგი უნდა განსაზღვროს ერაყელი ხალხის საჭიროებებმა და მათმა უნარმა, დაამყარონ დემოკრატიული კონტროლი..."
XS
SM
MD
LG