Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკოპანია "მზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ყოფილი მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხდება


ტელეკომპანია "მზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ყოფილი მინისტრი, "გაერთიანებული ქართული ბანკის" ყოფილი ხელმძღვანელი ვანო ჩხარტიშვილი ოზურგეთის რაიონის მაჟორატი

დეპუტატობის კანდიდატი ხდება. ამ სიახლის შესახებ ჟურნალისტებს მან თბილისის "ბიზნეს -ცენტრში" გამართულ პრესკონფერენციაზე აცნობა. ვანო ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას და, რომ ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მისი მისვლა "მზის" პოლიტიკაზე და სტრატეგიაზე პოლიტიკური ნიშნით არ აისახება.

ტელეკომპანია "მზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობა ვანო ჩხარტიშვილის ბიზნეს-კარიერაში ისეთი სიახლეა, რომელიც არც "მზის" მაყურებლებს და არც ამ ტელეკომპანიის თანამშრომლებს არ უნდა გაჰკვირვებოდათ. მართალია, ამ ცოტა ხნის წინ "მზის" ერთ-ერთი "ღამის მზერით" გაღიზიანებული პუბლიკის წინაშე სახელმწიფო მინისტრი სვამდა საკითხს, დადგენილიყო, თუ ვინ იდგა და დგას ამ ტელეკომპანიის უკან, ავთანდილ ჯორბენაძემც და სხვებმაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ "მზის" უკან წარმოსადგენ ადამიანებს შორის ერთ-ერთი პირველთაგანი ყოფილი მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი იყო. დამალული არავისთვის არ ყოფილა, რომ ამ ტელეკომპანიამ მუშაობა "TBC" ბანკიდან და "გაერთიანებული ქართული ბანიკადან" აღებული კრედიტებით დაიწყო. ვანო ჩხარტიშვილი სწორედ "გაერთიანებული ქართული ბანკის" მეწილე და მისი ყოფილი ხელმძღვანელია. ამიერიდან ის ოფიციალურად უხელმძღვანელებს ტელევიზიას, რომლისგანაც მთავრობაზე გადაბრუნებულ სიტყვას პრინციპში არ მოელოდნენ და რომელმაც არსებობის სამის თვის მანძილზე პირველი შენიშვნები მიიღო ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან.
ტელებაზარზე " მზის" მოსალოდნელზე მეტი სითამამით გამოსვლამ საზოგადოება ცოტა არ იყოს დააბნია, თუნდაც იმის გამო, რომ აქამდე მის უკან მდგომ ვანო ჩხარტიშვილს ხელისუფლებისგან განცალკევებულად ვერ წარმოიდგენდა, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის ცნობილი გამოსვლების შემდეგ მას მინისტრის სავარძლის დატოვება მოუხდა.
საქმე ბიზნეს-ინტერესებშია.

[ვანო ჩხარტიშვილის ხმა] " ჩვენ ჩავდოთ საქმეში ფული და მერე ჩვენი თავის წინააღმდეგ ვიმოძრაოთ, აბსურდია. ასეთ შემთხვევაში ეს იქნება არარეიტინგული ტელევიზია, ცუდი ხარისხის და, ბუნებრივია, ურეიტინგო ტელევიზიაში ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე თანხები ჩავდოთ".

ასე ხსნის ვანო ჩხარტიშვილი "მზის" სტრატეგიას - იმუშაოს საზოგადოების მოხოვნებზე და მიაწოდოს მას ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მოვლენების განვითარების შესახებ. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას - გახდეს ამ ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე,

[ვანო ჩხარტიშვილის ხმა] " მე არ დაგიმალავთ იმას, რომ ჩვენმა ზოგიერთმა დამფუძნებელმა გამოთქვა სურვილი გაესხვისებინა საკუთარი აქციები. ჩემთვის ძალიან ბევრ შეკითხვას გააჩენდა აქციების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ხელში გადასვლა. ამიტომ, გადავწყვიტე გავხდე თანამფლობელი, რათა "მზეს" შევუნარჩუნო დამოუკიდებლობა და ობიექტურობა".

მაინც, რომელ პოლიტიკურ ჯგუფებს მოუნდათ "მზის" აქციების ხელში ჩაგდება ან ამ ტელკოპანიის რომელი აქციონერი აპირებდა საკუთარი წლის გაურკვეველი ჯგუფებისთვის მიყიდვას, არ სახლდება. ვანო ჩხარტიშვილი კატეგორიულად გამორიცხავს კავშირს მის გადაწყვეტილებასა და ედუარდ შევარდნაძესა და მას შორის ამ დღეებში გამართულ შეხვედრასთან. იგი პირობას დებს, რომ ტელეკომპანიის ყოველდღიურ მუშაობაში არ ჩაერევა, არ გაერთიანდება არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან და, შესაბამისად, "მზის" თანამშრომლებს არ მოახვევს თავს საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს. ასე იქნება თუ ისე, ამიერიდან ტელეკომპანია "მზის" პოლიტიკასა და სტრატეგიას მეთვალყურეობა ვანო ჩხარტიშვლმა უნდა გაუწიოს. "მზის" წამყვან სახეს, ინგა გრიგოლიას კი არ ჰგონია, ამით მის მუშაობაში რამე შეიცვალოს.

[ინგა გრიგოლიას ხმა] "არ მგონია რამე შეიცვალოს. ამას დაინახავს ჩვენი მაყურებელი. მას ვერ მოატყუებ. მაყურებელი ორ დღეში მიხვდება, თუკი რამეს მოატყუებ და ამით უბრალოდ დაკარგავ მას".

"მზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ეს ტელეკომპანია თვითდაფინანსებას ერთ წელში შეძლებს.
XS
SM
MD
LG