Accessibility links

logo-print

რას ელის აფხაზური საზოგადოება საქართველოსგან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი "გვახსოვდეს აფხაზეთი" - ბოლო ათი წლის მანძილზე ეს მოწოდება პერიოდულად ახსენებს თავს ქართულ საზოგადოებას, რომლის უმრავლესობასაც ომისწინანდელი აფხაზეთი კარგად ახსოვს,

მაგრამ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, თუ როგორ ცხოვრობს აფხაზეთი დღეს. შესაბამისად, სხვადასხვა გზით აფხაზეთში ჩასული ადამიანების შთაბეჭდილებები დღევანდელი აფხაზეთის შესახებ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი ზურაბ შენგელი ბოლო პერიოდში რამდენჯერმე იყო აფხაზეთში. მეტიც - ამ ინსტიტუტის მიერ აფხაზურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელებული ერთობლივი პროექტების შემდეგ, ორიოდე თვის წინ სოხუმში აფხაზერ-ქართული ურთიერთობების განყოფილებაც დაფუძნდა. რა მოლოდინით ცხოვრობს დღეს აფხაზური საზოგადეობა - ამ საკითხზე ესაუბრა თამარ ჩიქოვანი რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარს, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დიერქტორს ზურაბ შენგელიას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG