Accessibility links

logo-print

ღაზის სექტორის სამხრეთში მომხდარი აფეთქების


ღაზის სექტორის სამხრეთში მომხდარი აფეთქების შედეგად პალესტინელი მოიერიშე დაიღუპა და ორი ადამიანი დაიჭრა.

ღაზის სექტორის სამხრეთში მომხდარი აფეთქების შედეგად პალესტინელი მოიერიშე დაიღუპა და ორი ადამიანი დაიჭრა.
ჯერჯერობით გაურკვეველია აფეთქების მიზეზი. წუხელ, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე შეიარაღებულმა პალესტინელმა ებრაელი მოსახლე და მისი მცირეწლოვანი გოგონა მოკლა. თავდამსხმელი ისრაელმა ჯარისკაცებმა მოკლეს. ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის ავტორები - შეერთებული შტატები, გაერო, ევროკავშირი და რუსეთი გამოვიდნენ მოწოდებით, რომ პალესტინელებმა შეწყვიტონ ისრაელ მოქალაქეებზე თავდასხმა, ხოლო ისრაელმა შეაჩეროს პალესტინელთა ტერიტორიებზე ებრაულ დასახლებათა მშენებლობა.
XS
SM
MD
LG