Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოს ლენინის რაიონში მილიციის ავტომანქანას


გროზნოს ლენინის რაიონში მილიციის ავტომანქანას დღეს ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა.

გროზნოს ლენინის რაიონში მილიციის ავტომანქანას დღეს ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა.
ქალაქის სხვა რაიონში პარასკევს ნაღმზე აფეთქების შედეგად ორი რუსი მესანგრე მძიმედ დაიჭრა. წუხელ ნოჟაი-იურტის რაიონში 30-დე შეიარაღებულ ჩეჩენს რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდა დაკავებული სოფელი მესქეთი. ჩეჩნებმა ადგილობრივი მილიციელები განაიარაღეს და მიიმალნენ. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, ვედენოს რაიონის სოფელ ერსენოიში მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა დღეს ფედერალურმა ჯარმა. სამხედროები ეძებენ იმ მეამბოხეებს, ვინც რუსეთის ავტოკოლონაზე განახორციელა ამ რაიონში ორი დღის წინ თავდასხმა.
XS
SM
MD
LG