Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა სამხედროებმა ორი ერაყელი მოკლეს


ამერიკელმა სამხედროებმა ორი ერაყელი მოკლეს ქალაქ ფალუჯაში

ამერიკელმა სამხედროებმა ორი ერაყელი მოკლეს ქალაქ ფალუჯაში
ერაყის ქალაქ ფალუჯაში ამერიკელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას, რის შედეგად 2 ერაყელი იქნა მოკლული, ხოლო 4 დაიჭრა. ინციდენტი მოხდა სამხედროების საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, სადაც ავტომანქანა, რომელშიც ერაყელები ისხდნენ, არ გაჩერდა და სამხედროები იძულებული გახდნენ ცეცხლი გაეხსნათ, რის შედეგად მოკლულ იქნა ორი, ხოლო ოთხი ერაყელი დაიჭრა. როგორც სერჟანტმა მარკ ინგემმა განაცხადა, ეს ინციდენტი პარასკევს ღამით მოხდა ფალუჯაში. დღეს ბაღდადში, სასტუმრო "ალ-რაშიდს", რომელშიც ამერიკელი სამხედროები ცხოვრობენ, ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი. კოალიციური ძალების წარმომადგენლის კეიტ ნოუბლის თქმით, ამ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია [კეიტ ნოუბლის ხმა]: "დღეს დილით, დაახლოებით 6 საათსა და 35 წუთზე, სასტუმრო "ალ-რაშიდის" ტერიტორიაზე მოხდა აფეთქება, რომლის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო მიყენებული ზარალი - უმნიშვნელოა". შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს კიდევ 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე გააგზავნოს ერაყში, რათა იქ მყოფმა სამხედროებმა ისარგებლონ კუთვნილი შვებულებით.
XS
SM
MD
LG