Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს პრაღაში გაიხსნა თურქმენული ოპოზიციის


შაბათს პრაღაში გაიხსნა თურქმენული ოპოზიციის წარმომადგენელთა ორდღიანი კონფერენცია,

შაბათს პრაღაში გაიხსნა თურქმენული ოპოზიციის წარმომადგენელთა ორდღიანი კონფერენცია,
რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ლიგისა და რუსეთში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის "მემორიალის" ინიციატივით მოეწყო. შეხვედრის მონაწილეებმა უნდა შეიმუშავონ ერთობლივი სტრატეგია იმ მიზნით, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ მეტი ზეწოლა მოახდინოს თურქმენეთის პრეზიდენტ საფარმურად ნიაზოვზე, რომელიც ამუხრუჭებს რესპუბლიკაში დემოკრატიულ რეფორმებს და მთავრობის კონტროლს დაუქვემდებარა მთლიანად მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. თურქმენული ოპოზიციის აქტივისტთა უმრავლესობა დღეს საზღვარგარეთ ცხოვრობს, ხოლო ისინი, ვინც თურქმენეთში დარჩა ციხეებში, ან შინაპატიმრობაში არიან.
XS
SM
MD
LG