Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მოსკოვში, კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული


დღეს მოსკოვში, კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი მიძღვნილი ხუთდღიანი საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე გამოსვლისას,

დღეს მოსკოვში, კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი მიძღვნილი ხუთდღიანი საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე გამოსვლისას,
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს მეტი დრო ესაჭიროება კიოტოს ოქმის საგულდაგულოდ შესასწავლად და მის რატიფიკაციას ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოახდენს [ვლადიმირ პუტინის ხმა]: "რუსეთს დაჟინებით მოუწოდებენ რაც შეიძლება მალე მოახდინოს კიოტოს ოქმის რატიფიკაცია. დარწმუნებული ვარ, ამ კონფერენციის მსვლელობის დროსაც მოისმენთ ამგვარ მოწოდებებს. მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის მთავრობა ყურადღებით იხილავს ამ საკითხსა და მასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს. გადაწყვეტილება ამ სამუშაოს დამთავრების შემდეგ იქნება მიღებული და, რაღა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე" - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა. კიოტოს ოქმი, მოგეხსენებათ, ატმოსფეროში მავნე გაზების გამოყოფის შესამცირებლადაა გამიზნული.
XS
SM
MD
LG