Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ირანელ მოქალაქეს ჯაშუშობისთვის ორწლინახევრით


გერმანიაში ირანელ მოქალაქეს ჯაშუშობისთვის ორწლინახევრით მიუსაჯეს პატიმრობა.

გერმანიაში ირანელ მოქალაქეს ჯაშუშობისთვის ორწლინახევრით მიუსაჯეს პატიმრობა.
მსჯავრდებული, რომელიც 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე ირანის ვიცე-კონსული იყო ბერლინში, სასამართლომ იმაში სცნო დამნაშავედ, რომ თეირანის საიდუმლო უწყებებს ინფორმაციას აწვდიდა გერმანიაში ირანული ოპოზიციის აქტივისტთა საქმიანობის შესახებ. მსჯავრდებული აცხადებს, რომ იძულებული გახდა ეთანამშრომლა ხსენებულ უწყებებთან, ვინაიდან მისი ოჯახის წევრებს განადგურებით ემუქრებოდნენ.
XS
SM
MD
LG