Accessibility links

ერაყში, შეერთებული შტატების თაოსნობით შექმნილი


ერაყში, შეერთებული შტატების თაოსნობით შექმნილი ახალი სასამართლო შეუდგა საქმიანობას.

ერაყში, შეერთებული შტატების თაოსნობით შექმნილი ახალი სასამართლო შეუდგა საქმიანობას.
ფრანს-პრესის სააგენტოს ცნობით, პირველ სხდომაზე ბაღდადში სასამართლოს წინაშე წარსდგა უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც ნავთობის კონტრაბანდაში ედებათ ბრალი. გასულ თვეს, ამ ორმა უკრაინელმა საბაჟო წესების დარღვევით სამი ათას ხუთას ტონამდე ნავთობის გატანა სცადა ერაყიდან ხომალდით, რომელიც პანამის დროშით მიდიოდა. კონტრაბანდისტები ერაყის ტერიტორიულ წყლებში დააკავეს. გემი დღემდე დაპატიმრებულია. დაკავებულია ეკიპაჟის 19 წევრიც, უმეტესწილად უკრაინელები.
XS
SM
MD
LG