Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიის მეფე აბდულამ შეერთებულ შტატებს


იორდანიის მეფე აბდულამ შეერთებულ შტატებს მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთობლივი ძალისხმევით აღადგინოს ერაყის სუვერენიტეტი.

იორდანიის მეფე აბდულამ შეერთებულ შტატებს მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთობლივი ძალისხმევით აღადგინოს ერაყის სუვერენიტეტი.
ფრანს-პრესის სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში, აბდულამ გამოთქვა რწმენა, რომ შეერთებული შტატები და საფრანგეთი, ბოლოს, ერაყში თვითმმართველობის აღდგენის განრიგზე შეთანხმდებიან. იორდანიის მონარქმა განაცხადა ამასთანავე, რომ ამანი 30,000-დე ერაყელ პოლიციელსა და ჯარისკაცს გაწვრთნის. მისივე თქმით, სულ მალე იორდანიაში ერაყელთა პირველი 3,000-კაციანი ჯგუფის წვრნა დაიწყება. მეფე აბდულამ დასძინა, რომ არ აპირებს ერაყში ჯარისა თუ პოლიციელების გაგზავნას.
XS
SM
MD
LG