Accessibility links

ბელგიაში სასამართლომ ტერორისტული აქტების მომზადების


ბელგიაში სასამართლომ ტერორისტული აქტების მომზადების ბრალდება წაუყენა დღეს ყოფილ ტუნისელ ფეხბურთელს - ნიზარ ტრაბელის.

ბელგიაში სასამართლომ ტერორისტული აქტების მომზადების ბრალდება წაუყენა დღეს ყოფილ ტუნისელ ფეხბურთელს - ნიზარ ტრაბელის.
სასამართლომ დაადგინა, რომ "ალ-ყაიდა" თვითმკვლელი ტერორისტის როლის შესასრულებლად ამზადებდა ტრაბელის. ტერორისტული აქტი ნიზარ ტრაბელის უნდა განეხორციელებინა ბელგიის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები არიან განთავსებული. ტრაბელი რამდენჯერმე შეხვდა ოსამა ბინ ლადენს ავღანეთში. ყოფილ ფეხბურთელს ათწლიანი პატიმრობა ემუქრება. კიდევ 22 განსასჯელი, რომლებსაც ბელგიის ხელისუფლება "ალ-ყაიდასთან" კავშირში ადანაშაულებს, ავღანელი საველე მეთაურის აჰმედ შაჰ მასუდის 2 წლის წინათ მომხდარი მკვლელობის თანამონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. მასუდი -თალიბებთან დაპირისპირებული ავღანური კოალიციის სამხედრო ლიდერი იყო.
XS
SM
MD
LG