Accessibility links

გაერომ განაცხადა, რომ განუწყვეტელმა ძალადობამ


გაერომ განაცხადა, რომ განუწყვეტელმა ძალადობამ ერაყის ქალაქებში,

გაერომ განაცხადა, რომ განუწყვეტელმა ძალადობამ ერაყის ქალაქებში,
განსაკუთრებით ბაღდადსა და მის მიმდებარე დასახლებებში უაღრესად გაართულა იქ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობა, და დღეს ერაყში გაეროს 50-დე თანამშრომელი რჩება. მას შემდეგ, რაც 19 აგვისტოს თვითმკვლელმა ტერორისტმა გაეროს შტაბ-ბინა ააფეთქა ბაღდადში, ერაყი, გაეროს ხუთასზე მეტმა თანამშრომელმა დატოვა. დღეს ბაღდადში ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ხიდზე, რომელზეც ჯარის ავტოკოლონა მიემართებოდა, ძლიერი აფეთქება მოხდა. მეორე აფეთქება გუბერნატორის რეზიდენციაში მოხდა ქალაქ თიქრითში. ამ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქალაქ ბააქუბის რაიონში დააპატიმრეს 16 ერაყელი, რომლებიც ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილები.
XS
SM
MD
LG