Accessibility links

logo-print

გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა


გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ჯონ დაგარდმა მძაფრი კრიტიკა გამოთქვა ისრაელის მისამართით,

გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ჯონ დაგარდმა მძაფრი კრიტიკა გამოთქვა ისრაელის მისამართით,
რომელიც დამცავ კედელს აშენებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ჟენევაში, დაგარდი აცხადებს, რომ ხსენებული კედელი პირველ რიგში ებრაულ დასახლებათა დასაცავადაა გამიზნული, და არა იმისთვის, რომ გზა გადაუღობოს ტერორისტებს, როგორც ამას ისრაელი ამტკიცებს. კედლის აგება პალესტინელთა ტერიტორიების ანქსიის ტოლფასია - აცხადებს ჯონ დაგარდი. ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში იაკოვ ლევიმ საანგარიშო მოხსენებას "უკიდურესად პოლიტიზებული და არაობიექტური" უწოდა.
XS
SM
MD
LG