Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთი და პოლონეთი კატეგორიული წინააღმდეგი


ესპანეთი და პოლონეთი კატეგორიული წინააღმდეგი გამოდიან ევროკავშირში ხმის მიცემის ახალი წესების შემოღებისა,

ესპანეთი და პოლონეთი კატეგორიული წინააღმდეგი გამოდიან ევროკავშირში ხმის მიცემის ახალი წესების შემოღებისა,
რაც ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტითაა გათვალისწინებული. ესპანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ანა პალასიომ და ვლოდზიმერჟ ციმოშევიჩმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ახალი პროცედურა დიდი ქვეყნების - ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის გავლენის გასაძლიერებლადაა გამიზნული, რაც ძალთა ბალანსს დაარღვევს გაფართოებულ ევროკავშირში. შაბათს რომში, ევროპის კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტის განხილვა დაიწყება.
XS
SM
MD
LG