Accessibility links

logo-print

გაეროს მიაჩნია, რომ მხოლოდ დიალოგის


გაეროს მიაჩნია, რომ მხოლოდ დიალოგის გზითაა შესაძლებელი კრიზისის მოგვარება ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით

გაეროს მიაჩნია, რომ მხოლოდ დიალოგის გზითაა შესაძლებელი კრიზისის მოგვარება ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ დღეს ვენაში განაცხადა, რომ დიალოგია ის ერთადერთი გზა, რომლითაც ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აღძრული კრიზისი შეიძლება იქნეს მოგვარებული. სხვა საშუალებას მე ვერ ვხედავ, - დასძინა ელ-ბარადეიმ. ამასობაში, იაპონიის, შეერთებული შტატებისა და სამხრეთი კორეის ოფიციალური წარმომადგენლები განაგრძობენ ტოკიოში ორშაბათს დაწყებულ მოლაპარაკებას ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ კრიზისთან დაკავშირებით. მოლაპარაკებაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს კელი, სამხრეთი კორეის საგაერეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლი სუ ჰუკი და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანიის განყოფილების უფროსი კიტოჯი იაბუნაკა მონაწილეობენ.
XS
SM
MD
LG