Accessibility links

logo-print

დღეს ერაყის ჩრდილოეთში, ქალაქ თიქრითში


დღეს ერაყის ჩრდილოეთში, ქალაქ თიქრითში, აღმზე აფეთქდა შეერთებული შტატების ავტოკოლონა. დაიღუპა სამხედრო მოსამსახურე ქალი.

დღეს ერაყის ჩრდილოეთში, ქალაქ თიქრითში, აღმზე აფეთქდა შეერთებული შტატების ავტოკოლონა. დაიღუპა სამხედრო მოსამსახურე ქალი.
სამი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა ამ რეგიონში შეერთებული შტატების მთავარი სამხედრო ბაზის მისასვლელთან. ერაყის უშიშროების ძალებმა დღეს ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო აქციების მონაწილეებს. ბაღდადში პოლიციამ ცეცხლი გახსნა მას შემდეგ, რაც უმუშევარ მამაკაცთა ჯგუფმა პოლიციის განყოფილებაზე იერიში განახორციელა. ასამდე დემონსტრანტი მივიდა პოლიციაში და სამუშაო მოითხოვა. როცა პოლიციაში მათ უპასუხეს, რომ სამსახურში არ იყვანენ, შეკრებილებმა განყოფილების შენობაზ იერიში მიიტანეს. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათ ივლისში დაჰპირდნენ სამსახურს პოლიციაში და, მათი სიტყვებით, პოლიცია მათგან ქრთამს ითხოვს სამუშაოდ აყვანისთვის. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, ფალაჰ ჰასანმა განაცხადა, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. [ჰასანის ხმა] "ისინი სამუშაო ადგილებს ითხოვენ. მათ ორი მანქანა დაწვეს და ჩვენი თანამშრომელი დაშავდა. შიგნით სხვა დაშავებულებიც არიან." ქალაქ მოსულში ასევე სამსახურის მაძიებელთა დემონსტრაციაზე უშიშროების ძალებმა მისი დაშლის მიზნით ჰაერში ისროლეს.
XS
SM
MD
LG