Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვიტილება, გააგრძელოს


ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვიტილება, გააგრძელოს "უსაფრთხოების კედლების" მშენებლობა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვიტილება, გააგრძელოს "უსაფრთხოების კედლების" მშენებლობა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
დამცველი ნაგებობა არ იქნება უწყვეტი. მას მხოლოდ ცალკეულ ებრაულ დასახლებას შემოავლებენ. ამ გზით ისრაელის მთავრობა ცდილობს შეარბილოს შეერთებული შტატების რეაქცია. ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ კედლის მშენებლობა ამუხრუჭებს სამშვიდობო დარეგულირების პროცესს. პალესტინის ავტონომიის ლიდერებმა მკაცრად გააკრიტიკეს ისრაელის მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება. შეერთებული შტატების მხრიდან ჯერჯერობით არ ყოფილა რეაქცია. წუხელ ჯენინთან ისრაელის სამხედროებმა დააკავეს ბასამ საადი - დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერი. მის გარდა დაპატიმრებულია კიდევ 14 პალესტინელი, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG