Accessibility links

პაკისტანი უკუაგდებს შეერთებული შტატების ბრალდებას


პაკისტანი უკუაგდებს შეერთებული შტატების ბრალდებას, რომ მისი არმია სათანადოდ არ უშლის ხელს ავღანეთის ტერიტორიაზე თალიბების შეღწევას.

პაკისტანი უკუაგდებს შეერთებული შტატების ბრალდებას, რომ მისი არმია სათანადოდ არ უშლის ხელს ავღანეთის ტერიტორიაზე თალიბების შეღწევას.
სამხედროები უსიტყვოდ ასრულებენ პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის ბრძანებებს, ხაზგასმულია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რიჩარდ არმიტეჯმა მანამდე განაცხადა, რომ პაკისტანის პრეზიდენტი ცდილობს, ბოლო მოუღოს თალიბებისა და "ალ ყაიდის" მებრძოლთა საქმიანობას, მაგრამ არმია და სპეცსამსახურები აშკარად არ იზიარებენ მის პოზიციას.
XS
SM
MD
LG