Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭოში დახურულ კარს


გაეროს უშიშროების საბჭოში დახურულ კარს მიღმა დაიწყო ერაყის შესახებ აშშ-ის მიერ შეთავაზებული ახალი რეზოლუციის განხილვა.

გაეროს უშიშროების საბჭოში დახურულ კარს მიღმა დაიწყო ერაყის შესახებ აშშ-ის მიერ შეთავაზებული ახალი რეზოლუციის განხილვა.
გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის განცხადებით, რეზოლუცია არ შეესაბამება მის რეკომენდაციებს, მაგრამ გაეროს წარმომადგენლები განაგრძობენ ამ დოკუმენტის შესწავლას. რეზოლუცია ასევე კრიტიკულად შეაფასა გაეროში საფრანგეთის ელჩმა ჟან მარკ დე ლა საბლიემ, რომლის სიტყვებით, დოკუმენტი არ ითვალისწინებს მისი მთავრობის სურვილებს და ერაყში გაეროს მეორხარისხოვან როლს უჩენს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის განმარტებით, მისი ქვეყნის სურვილია, რაც შეიძლება მალე დაუბრუნოს ძალაუფლება ერაყელ ხალხს. მაგრამ ამერიკული კოალიციის დროებითი ადმინისტრაცია კიდევ რამდენიმე ხანი უნდა დარჩეს ერაყში. იქ ხუთშაბათს ამერიკული ჯარების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა რიკარდო სანჩესმა განაცხადა, რომ ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების კოალიციურ ძალებზე ერაყში სულ უფრო სახიფათო და სულ უფრო უკეთ მომზადებული თავდასხმები ხორციელდება. ასევე სანჩესის თქმით, დრო დასჭირდება ამერიკული ჯარების მიერ ერაყში უშიშროების უზრუნველყოფას. მანამდე კი მსხვერპლი ისევ იქნება.
XS
SM
MD
LG