Accessibility links

logo-print

გერმანიასა და ესპანეთს შორის კვლავ


გერმანიასა და ესპანეთს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობა სუფევს ევროკავშირის კონსტიტუციასთან დაკავშირებით.

გერმანიასა და ესპანეთს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობა სუფევს ევროკავშირის კონსტიტუციასთან დაკავშირებით.
ბერლინში მოლაპარაკების შემდეგ გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია ასნარმა აღნიშნეს, რომ მთავარ უთანხმოებას იწვევს არჩევნების საკითხი. [ხოსე მარია ასნარის ხმა] "გერმანიასა და ესპანეთს შორის ამჟამად მხოლოდ ერთი საკითხი იწვევს უთანხმოებას: ეს არის ევროკავშირის კონსტიტუცია. ყველა დანარჩენ საკითხში ერთსულოვნებაა. ისინი არ წარმოადგენს პრობლემას გერმანიასა და ესპანეთს შორის". თქვა ასნარმა, რომლის ქვეყანაც - ესპანეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ ევროკავშირის ამჟამინდელმა წევრმა 15-მა და მომავალმა წევრმა 10-მა ქვეყანამ არ გააუქმონ 2000 წელს ნიცაში დადებული შეთანხმება. ეს დოკუმენტი მომგებიანია ევროკავშირის წევრი საშუალო ზომის ქვეყნებისათვის, მათ შორის ესპანეთისთვის.
XS
SM
MD
LG