Accessibility links

ისრაელი აპირებს მდინარე იორდანეს დასავლეთ


ისრაელი აპირებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაელთა დასახლებებში 600-ზე მეტი ახალი სახლის აგებას,

ისრაელი აპირებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაელთა დასახლებებში 600-ზე მეტი ახალი სახლის აგებას,
რაც ბოლო სამშვიდობო გეგმით, "გზამკვლევით" გათავლისწინებული მოთხოვნების უგულებელყოფას ნიშნავს. ისრაელის მშენებლობის სამინისტროს პრეს-მდივნის განმარტებით, ეს გეგმა მიეკუთვნება მთავრობის პოლიტიკას, განავრცოს დასახლებები საჭიროების მიხედვით. პალესტინელებმა კი გადაჭრით დაგმეს ეს ნაბიჯი. განცხადება ახალი მშენებლობების შესახებ დღეს გავრცელდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება პალესტინელების ტერიტორიებისაგან ისრაელის გამყოფი კედლის ახალი ნაწილის აშენების თაობაზე. პალესტინელების ხელმძღვანელობამ აშშ-ს, ევროკავშირს, გაეროს, რუსეთს მოუწოდა, მიიღონ სასწრაფო ზომები ისრაელის გეგმის აღსაკვეთად.
XS
SM
MD
LG