Accessibility links

logo-print

დღეს ცნობილი გახდა ლიტერატურის დარგში


დღეს ცნობილი გახდა ლიტერატურის დარგში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს - ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა:

დღეს ცნობილი გახდა ლიტერატურის დარგში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს - ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა:
ეს არის სამხრეთაფრიკელი მწერალი ჯონ მაქსუელ კუციე. შვეციის სამეფო აკადემიის გადაწყვეტილების შესახებ აკადემიის მდივანმა, ჰორაცე ენგდალმა გამოაცხადა: [ენგდალის ხმა]. აკადემიამ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა კუციეს რომანების "ოსტატური კომპოზიციით, ორიგინალობით გამორჩეული დიალოგებითა და მწერლის ანალიტიკური ნიჭით". კუციე მეორე თეთრკანიანი სამხრეთაფრიკელია, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ერგო. პირველი იყო ნადინ გორდიმერი 1991 წელს. ნობელის პრემიას, რომელსაც თან ახლავს ფულადი ჯილდო - 1,3 მილიონამდე დოლარი, კუციეს 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გადასცემენ.
XS
SM
MD
LG