Accessibility links

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მოხსნა


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მოხსნა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებიდან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მოხსნა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებიდან.
ალიევმა წინასწარ ჩაწერილ სატელევიზიო მიმართვაში აღნიშნა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, ჩაერთოს 15 ოქტომბრის კენჭისყრაში და თავის კანდიდატურას ხსნის შვილის, პრემიერ-მინისტრ ილჰამ ალიევის სასარგებლოდ. 80 წლის ჰეიდარ ალიევმა, რომელსაც ამჟამად შეერთებულ შტატებში მკურნალობენ, ილჰამს თავისი "პოლიტიკური მემკვიდრე" უწოდა.
XS
SM
MD
LG