Accessibility links

logo-print

გაერო და აშშ შეშფოთებას გამოთქვამენ


გაერო და აშშ შეშფოთებას გამოთქვამენ ისრაელის გადაწყვეტილების გამო, განავრცოს ებრაელთა დასახლებები

გაერო და აშშ შეშფოთებას გამოთქვამენ ისრაელის გადაწყვეტილების გამო, განავრცოს ებრაელთა დასახლებები
პალესტინელების ტერიტორიებზე და გააგრძელოს უსაფრთხოების ბარიერის მშენებლობა. აშშ-ის მხრივ შეშფოთება გამოთქვა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა კი აღნიშნა, რომ ბარიერი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ათასობით პალესტინურ ოჯახს. იქვე ანანმა ისრაელს შეახსენა ვალდებულებები, რომელთაც ითვალისწინებს სამშვიდობო გეგმა, "გზამკვლევი". მაგრამ ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის მრჩეველმა, ზალმან შოვალმა აღნიშნა, რომ გზამკვლევი ჩიხში დარჩება, სანამ პალესტინელების ხელმძღვანელობა არ დაშლის ტერორისტულ ორგანიზაციებს. რაც შეეხება ისრაელის გეგმაზე პალესტინელების გამოხმაურებას, იასირ არაფატმა უშიშროების ბარიერს "რასისტული კედელი უწოდა": [არაფატის ხმა] "დანაშაულია, გააგრძელო ამ რასისტული კედლის მშენებლობა, რომელიც სულ უფრო მეტ მიწას გვართმევს. ეს ნიშნავს, რომ ისრაელის მთავრობა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს".
XS
SM
MD
LG