კეიმ თქვა, რომ ჯერჯერობით არაა მიკვლეული ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი, მაგრამ მისი ძიება გრძელდება. პრეზიდენტ ბუშს განზრახული აქვს 600 მილიონი დოლარი გამოყოს ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა საქმიანობის გასაგრძელებლად ერაყში, რაც, დემოკრატიული პარტიის ცალკეულ წარმომადგენელთა თქმით, ერაყში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის გასამათრლებლად იქნება გამიზნული.
ერაყში მივლინებულ სამხედრო ექსპერტთა 1,200-კაციანი ჯგუფის ხელმძღვანელმა დევიდ კელიმ, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სადაზვერვო კომიტეტების დახურულ ხდომაზე გამოსვლისას განაცხადა [დევიდ კელის ხმა]: "ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვნახეთ ეს იარაღი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მივედით დასკვნამდე, თითქოს ერაყში არაა საერთოდ ასეთი იარაღი. ეს ნიშნავს, რომ დღეისათვის ჩვენ ჯერაც ვერ აღმოვაჩინეთ აკრძალული იარაღი. რაც შეეხება იმას, თუ რა ვნახეთ ჩვენ ერაყში, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ვნახეთ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის მცდელობის უტყუარი სამხილი. ნახულია აღჭურვილობა, რომელიც გაეროს ექსპერტებს დაუმალეს, როცა ეს უკანასკნელნი ერაყში დაბრუნდნენ გასულ ნოემბერს. ლაპარაკია აღჭურვილობაზე, რომელიც როგორც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის, ასევე, და უფრო მეტწილად, რაკეტების წარმოებასთანაა დაკავშირებული" - დასძინა დევიდ კელიმ.
პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ აკრძალული იარაღის ძიება ერაყში ჯერ კიდევ შორსაა დამთავრებისაგან, და მართალია ძიებას დღეისათვის შედეგი არ მოჰყოლია, ეს როდი ნიშნავს იმას, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციას იმედი გადაეწურა.
"სამხედრო ექსპერტებს ვეებერთელა სამუშაო აქვთ შესასრულებელი. უნდა დაიკითხოს მრავალი ადამიანი. მათ უნდა შეამოწმონ რამდენიმე საეჭვო ობიექტი, რომლებიც არ უნახავთ. ეჭვი არ მეტპარება, რომ შევიტყობთ, ყველანი შევიტყობთ რას აღმოაჩენს ეს ჯგუფი" - განაცხადა დონალდ რამსფელდმა.
სენატის სადაზვერვო კომიტეტის დემოკრატმა წევრმა ჯეი როკეფელერმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სამხედრო ექსპერტებმა ვერ მიაკვლიეს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღს, ამერიკელმა კანონმდებლებმა კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დააყენონ ერაყში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის მიზანშეწონილობა.
სენატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა პეტ რობერტსმა იმედგაცრუება გამოთქვა დევიდ კეის საანგარიშო მოხსენების გამო, თუმცა დასძინა, რომ სამხედრო ექსპერტებს მეტი სამუშაო აქვთ ერაყში შესასრულებელი [პეტ რობერტსის ხმა]: "არა ვარ ნასიამოვნები იმით, რაც დღეს მოვისმინე, მაგრამ ჩვენ მომლოდინე პოზიცია უნდა დავიკავოთ. ესაა ჩვენი ერთადერთი რეალური ალტერნატივა. გაცილებით მეტია გასაკეთებელი. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს თვეებში უფრო კონკრეტული საანგარიშო მოხსენების მოწმენი გავხდებით" - განაცხადა პეტ რობერტსმა.
გადამდგარ გენერალს ედუარდ ატკესონს მიაჩნია, რომ მასობრივი განადგურების იარაღის შემდგომი ძიება ერაყში ერთადერთ მიზანს - პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის რეპუტაციის გადარჩენას ემსახურება. ატკესონის თქმით, ამ სამუშაოს გაგრძელება იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, ერაყში ომის დროს სადამ ჰუსეინს ნამდვილად რომ ჰქონოდა მასობრივი განადგურების იარაღი, და განსაკუთრებით ბირთვული რაკეტები.