Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 ოქტომბერს გაეროს გენერალური ასამბლეის


2 ოქტომბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი. გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მან აფხაზეთის

2 ოქტომბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი. გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მან აფხაზეთის
პრობლემას დაუთმო. კიდევ ერთხელ გააკრიტიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალების მოქმედება კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში გაეროს როლისა და პასუხისმგებლობის გაზრდა მოითხოვა და სიტუაციის ნათელსაყოფად გენერალური ასამბლეის მონაწილეებს განუცხადა: [მენაღარიშვილის ხმა] "სწორედ გაეროს გაზრდილი როლითა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის ნებით გახდება შესაძლებელი აფხაზ სეპარატისტთა იძულება, წავიდნენ დათმობებზე. თუკი ასე არ მოხდება, საქართველოს ხელისუფლებას აღარ რჩება სხვა გზა გარდა იმისა, რომ უშიშროების საბჭოს გაეროს ქარტიის მეშვიდე მუხლით გათვალისწინებული ზომების განხორციელება მოსთხოვოს", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG