Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 ოქტომბერს რუსეთის ნავთობის კომპანიებმა


3 ოქტომბერს რუსეთის ნავთობის კომპანიებმა "იუკოსმა" და "სიბნეფტმა" გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს. ამ ორი კომპანიის შერწყმით შეიქმნა რუსეთის უდიდესი და მსოფლიოს

3 ოქტომბერს რუსეთის ნავთობის კომპანიებმა "იუკოსმა" და "სიბნეფტმა" გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს. ამ ორი კომპანიის შერწყმით შეიქმნა რუსეთის უდიდესი და მსოფლიოს
სიდიდით მეოთხე ნავთობკომპანია. ახლადშექმნილი კომპანიის საბაზრო ღირებულება სავარაუდოდ 45 მილიარდი დოლარი იქნება. ნოემბრის ბოლოს კომპანიის აქციონერთა კრებაზე მის ახალ დირექტორთა საბჭოს აირჩევენ. გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანია "ექსონ-მობილი" სულ ცოტა ხნის წინ "იუკოსთან" მოლაპარაკებებს აწარმოებდა ახალი კომპანიის აქციების 50 პროცენტის შეძენის თაობაზე. თუმცა, "იუკოსის" ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი უარყოფს მსგავსი მოლაპარაკებების მიმდინარეობას.
XS
SM
MD
LG