Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერაყის


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერაყის თაობაზე გაეროს ახალი რეზოლუციის სწრაფად მიღების მოწოდებით გამოვიდა. პუტინს მიაჩნია, რომ რეზოლუციის მიღება ხელს შეუწყობს ერაყის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერაყის თაობაზე გაეროს ახალი რეზოლუციის სწრაფად მიღების მოწოდებით გამოვიდა. პუტინს მიაჩნია, რომ რეზოლუციის მიღება ხელს შეუწყობს ერაყის
აღდგენის პროცესში საერთაშორისო საზოგადოებრიობის როლის განსაზღვრას. მოსკოვში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავაც უკმაყოფილოა შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტით, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ კომპრომისი მიიღწევა: [პუტინის ხმა] "ჩვენ ჯერ არ გვაკმაყოფილებს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ამერიკელმა პარტნიორებმა წარმოადგინეს, მაგრამ ვხედავთ მათი მხრიდან კომპრომისის მიღწევის სურვილს". ამას გარდა პუტინმა მოუწოდა ერაყის კოალიციურ ხელისუფლებას, ანგარიში გაუწიოს იმ ეკონომიკურ ხელშეკრულებებს, რომლებიც ერაყთან ომამდე პერიოდში დაიდო. შეგახსენებთ, რუსეთს სადამ ჰუსეინის ხელისუფლებასთან არაერთი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, უმთავრესად ნავთობის წარმოების სფეროში.
XS
SM
MD
LG