Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გრძელდება ძალადობა. ამერიკელი გენერლის


ერაყში გრძელდება ძალადობა. ამერიკელი გენერლის რიკარდო სანჩესის თქმით, ყოველი კვირის მანძილზე საშუალოდ სამიდან ექვსამდე ამერიკელი ჯარისკაცი იღუპება ერაყში. ყოველ დღე

ერაყში გრძელდება ძალადობა. ამერიკელი გენერლის რიკარდო სანჩესის თქმით, ყოველი კვირის მანძილზე საშუალოდ სამიდან ექვსამდე ამერიკელი ჯარისკაცი იღუპება ერაყში. ყოველ დღე
ამერიკელ ჯარისკაცებს 15-20 შეტევის მოგერიება უხდებათ. გაეროს გენერალური მდივანი და საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების მიერ უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილი რეზოლუციის პროექტი მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რადგან არ ითვალისწინებს გაეროს როლის გაფართოებას ერაყში. ამერიკელი ექსპერტები კი განაგრძოებენ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ძებნას. ჯგუფის ხელმძღვანელის დევიდ კეის თქმით, ჯერჯერობით ასეთი იარაღის მარაგისთვის არ მიუკვლევიათ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო კი კვლავ იმედოვნებს, რომ ერაყში იპოვნიან მასობრივი განადგურების იარაღს. ამ საკითხზე საინტერესოა კიდევ ერთი ცნობა: გაეროს განიარაღების ექსპერტთა ყოფილი კომისიის თავმჯდომარე ჰანს ბლიქსი "ბი-ბი-სის" სამაუწყებლო კომპანიას უცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება იმისათვის, რომ ერაყიდან მომდინარე საფრთხის რეალურობა და იქ ომის დაწყების საჭიროება დაემტკიცებინა.
XS
SM
MD
LG