Accessibility links

logo-print

გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა


გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა კარლა დელ პონტემ, რომელიც 3 ოქტომბერს ბელგრადში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ტრიბუნალთან ბელგრადის

გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა კარლა დელ პონტემ, რომელიც 3 ოქტომბერს ბელგრადში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ტრიბუნალთან ბელგრადის
თანამშრომლობაში გაუმჯობესება შეინიშნება, მაგრამ პრობლემები კვლავ არსებობს. კარლა დელ პონტე სერბიისა და ჩერნოგორიის პრეზიდენტ სვეტოზარ მაროვიჩს შეხვდა. საგარეო საქმეთა მინისტრ გორან სვილანოვიჩთან შეხვედრისას დელ პონტემ კიდევ ერთხელ წამოჭრა საომარ დანაშაულებში ბრალდებული ზოგიერთი ძებნილის სერბიისა და ჩერნოგორიაში შესაძლო ყოფნის ფაქტი. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ბოსნიელი სერბების სამხედრო მეთაურის რატკო მლადიჩის სერბიისა და ჩერნოგორიის ტერიტორიაზე მალვის შესაძლებლობას. ჯერ კიდევ აგვისტოში გაეროს უშიშროების საბჭომ იუგოსლავიის ყოფილ რეპუბლიკებს საომარ დანაშაულებში ბრალდებული პირების დაპატიმრებისა და ტრიბუნალისთვის გადაცემისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG