Accessibility links

logo-print

დღეს რომში გაიხსნა უმაღლესი დონის


დღეს რომში გაიხსნა უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირის 15 წევრი-ქვეყნის,

დღეს რომში გაიხსნა უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირის 15 წევრი-ქვეყნის,
ამ კავშირში გაწევრიანების 10 კანდიდატის, აგრეთვე რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ლიდერები ესწრებიანთათბირის მონაწილენი ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტს იხილავენ. ყველაზე დიდი უთანხმოება შეხვედრის მონაწილეებს შორის, ევროკავშირის ხელმძღვანელი ორგანოების რაოდენობასა და შემადგენლობასთან, აგრეთვე ევროკავშირსა და ცალკეულ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნასთან დაკავშირებულმა საკითხებმა გამოიწვია. ავსტრიამ და ფინეთმა, რომლებიც უკვე შედიან ევროკავშირში, და ხუთმა კანდიდატმა-სახელმწიფომ განაცხადეს, რომ აუცილებლად მიაჩნიათ კონსტიტუციის პროექტის მთელ რიგ დებულებათა გადასინჯვა. დიდი ბრტანეთი ცდილობს პრეროგატივა შეინარჩუნოს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის, აგრეთვე დაბეგვრის სფეროებში.
XS
SM
MD
LG