Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში შეერთებული


თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა,

თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა,
რომ თვითმმართველობაზე გადასვლა ერაყში არაა ადვილი პროცესი და მოთმინებისაკენ მოუწოდა ამერიკელებს ერაყში მიღწეული პროგრესის შეფასებისას [ჯორჯ ბუშის ხმა]: "თვითმმართველობაზე გადასვლა რთული პროცესია, ვინაიდან ათეული წლების მანძილზე გამეფებული შიშისა და ჩაგვრის შემდეგ დროა საჭირო ხალხში იმედისა და ნდობის აღსადგენად. მაგრამ ჩვენ წარმატებას ვაღწევთ თანდათანობით და საქმედაც ვაქცევთ დაპირებას - ერაყელ ხალხს დავუბრუნოთ მთლიანად ერაყის მთავრობა რაც შეიძლება მალე" - განაცხადა ჯორჯ ბუშმა. შეერთებულმა შტატებმა უშიშროების საბჭოს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ხელისუფლების გადაცემას ითვალისწინებს თანდათანობით, ერაყში, ომისშემდგომი გარდამავალი მთავრობისთვის.
XS
SM
MD
LG