Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ორ ქალაქში დღესაც გაგრძელდა


ერაყის ორ ქალაქში დღესაც გაგრძელდა გუშინ დაწყებული არეულობა, რომელიც მოჰყვა დაგვიანებული ხელფასების მოთხოვნით ყოფილი ერაყელი ჯარისკაცების საპროტესტო გამოსვლებს.

ერაყის ორ ქალაქში დღესაც გაგრძელდა გუშინ დაწყებული არეულობა, რომელიც მოჰყვა დაგვიანებული ხელფასების მოთხოვნით ყოფილი ერაყელი ჯარისკაცების საპროტესტო გამოსვლებს.
სამხრეთში მდებარე ბასრაში ბრიტანელმა ჯარისკაცებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რათა დაეშალათ ასობით ყოფილი ჯარისკაცი, რომლებიც მათ ქვებს ესროდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ მანქანის საბურავებს. ბაღდადში კი ასევე მეორე დღე მიმდინარეობდა ამერიკელი სამხედროებისა და ყოფილი ერაყელი ჯარისკაცების შეტაკებები. ორასამდე ერაყელი დემონსტრანტიდან ზოგი შეიარაღებული იყო. ცნობებში არაფერია ნათქვამი დღევანდელი ინციდენტების მსხვერპლის შესახებ, გუშინ კი ორი ერაყელი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG