Accessibility links

logo-print

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა სირიის ტერიტიორია


ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა სირიის ტერიტიორია დაბომბეს - იერიში მიიტანეს იქ განთავსებულ ბანაკზე,

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა სირიის ტერიტიორია დაბომბეს - იერიში მიიტანეს იქ განთავსებულ ბანაკზე,
რომელსაც, როგორც ისრაელი ირწმუნება, ისლამური გასამხედროებული მოძრაობა "ისლამური ჯიჰადი" საწვრთნელ ბაზად იყენებდა. ისრაელის არმიის ინფორმაციით, საწვრთნელი ბანაკი დამასკოს ჩრდილოდასავლეთით, 15-მდე კილომეტრში იმყოფებოდა. ისლამური ჯიჰადის პრეს-მდივნის თქმით, ამ ორგანიზაციას სირიაში მებრძოლები არა ჰყავს. სირია კი აცხადებს, რომ დაიბომბა სამოქალაქო არეა. დამასკო იერიშს "ახლო აღმოსავლეთში დაძაბულების სერიოზულ გამწვავებად" მიიჩნევს. გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის მოთხოვნით საგანგებო სხდომა დანიშნა. გაეროში სირიის ელჩის თქმით, უშიშროების საბჭომ უნდა დაგმოს დაბომბვა, და ისრაელისაგან მოითხოვოს მსგავსი იერიშების შეწყვეტა. ისრაელის იერიში მოჰყვა შაბათს ისრაელის ქალაქ ჰაიფაში თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას, რომელმაც 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აფეთქების პასუხისმგებლობა ისლამურმა ჯიჰადმა იკისრა. იუწყებიან აგრეთვე, რომ ისრაელის მიერ სირიის ტერიტორიის დაბომბვის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორივე მხარეს თავშეკავებისაკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG